შესავალი კურსი ეკონომიკის საფუძვლებში I (მიკროეკონომიკა)

Содержание

Слайд 2

ლექცია 13. ოლიგოპოლია სავალდებულო საკითხავი: მენქიუ (2008) თავი 16, გვ. 329-354

ლექცია 13. ოლიგოპოლია

სავალდებულო საკითხავი: მენქიუ (2008)
თავი 16, გვ. 329-354

Слайд 3

საბაზრო სტრუქტურის 4 ტიპი Copyright © 2004 South-Western

საბაზრო სტრუქტურის 4 ტიპი

Copyright © 2004 South-Western

Слайд 4

ოლიგოპოლია ოლიგოპოლია: საბაზრო სტრუქტურა, როდესაც რამდენიმე გამყიდველი ბაზარს აწვდის მსგავს ან

ოლიგოპოლია

ოლიგოპოლია: საბაზრო სტრუქტურა, როდესაც რამდენიმე გამყიდველი ბაზარს აწვდის მსგავს ან იდენტურ

საქონელს.
სტრატეგიული ქცევა ოლიგოპოლირ ბაზარზე: ფირმის გადაწყვეტილება წარმოების რაოდენობისა (Q) და ფასის (P) შესახებ გავლენას ახდენს სხვა ფირმებზე და იწვევს მათ საპასუხო ქმედებას. ამიტომ ფირმა ითვალისწინებს ამ შესაძლო საპასუხო ქმედებებს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისას.
თამაშთა თეორია: სტრატეგიულ სიტუაციებში ადამიანთა ქცევის შესწავლა.
Слайд 5

მაგალითი: დუოლოპია მობილური კავშირის ბაზარზე განვიხილოთ პატარა დასახლება, რომელშიც 140 მცხოვრებია.

მაგალითი: დუოლოპია მობილური კავშირის ბაზარზე

განვიხილოთ პატარა დასახლება, რომელშიც 140 მცხოვრებია.
მარცხენა ცხრილში

წარმოედგენილია მცხოვრებთა მოთხოვნის განრიგი სატელეფონო კავშირზე: შეუზღუდავი სალაპარაკო დრო ერთი თვის განმავლობაში.
სატელეფონო კავშირს უზრუნველყოფს მხოლოდ ორი კომპანია: მაგთი და ჯეოსელი. (დუოპოლია: ოლიგოპოლია, რომელშიც მხოლოდ ორი ფირმაა).
თითოეული ფირმის დანახარჯები: (ფიქსირებული)FC = $0, (ზღვრული)MC = $10
Слайд 6

მაგალითი: დუოლოპია მობილური კავშირის ბაზარზე კონკურენციის შემთხვევაში: P = MC =

მაგალითი: დუოლოპია მობილური კავშირის ბაზარზე

კონკურენციის შემთხვევაში:
P = MC = $10
Q =

120
მოგება = $0

მონოპოლიის შემთხვევაში:
P = $40
Q = 60
Profit = $1,800

Слайд 7

მაგალითი: დუოლოპია მობილური კავშირის ბაზარზე დუოპოლიის ერთ-ერთი შესაძლო შედეგია: ფარული გარიგება.

მაგალითი: დუოლოპია მობილური კავშირის ბაზარზე

დუოპოლიის ერთ-ერთი შესაძლო შედეგია: ფარული გარიგება.
ფარული გარიგება:

შეთანხმება ფირმებს შორის წარმოებული პროდუქციის რაოდენობაზე ან ბაზარზე დაწესებულ ფასებზე.
მაგთი და ჯეოსელი შეიძლება შეთანხმდნენ, რომ თითოეულმა ბაზარს მიაწოდოს მონოპოლიური გამოშვების ნახევარი:
ამ დროს თითოეული ფირმისთვის: Q = 30, P = $40, მოგება = $900
კარტელი: ფირმების ჯგუფი რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებენ.
მაგალითად, მაგთი და ჯეოსელი ფარული გარიგების შემთხვევაში წარმოქმნიან კარტელს.
Слайд 8

ფარული გარიგება და პირადი ინტერესები დუოლოპიის შედეგი ფარული გარიგების შემთხვევაში: თითოეული

ფარული გარიგება და პირადი ინტერესები

დუოლოპიის შედეგი ფარული გარიგების შემთხვევაში: თითოეული ფირმა

აწარმოებს Q = 30 ერთეულს და იღებს $900 მოგებას.
თუ მაგთი დაარღვევს შეთანხმებას და აწარმოებს Q = 40 ერთეულს, რა მოუვა საბაზრო ფასს? მაგთის მოგებას?
არის თუ არა მაგთის ინტერესში შეთანხმების დარღვევა?
თუ ორივე ფირმა დაარღვევს შეთანხმებას და აწარმოებს Q = 40 ერთეულს, რა მოუვა თითოეულის მოგებას?
Слайд 9

თუ ორივე ფირმა დაიცავს შეთანხმებას, თითოეულის მოგება დარჩება $900. თუ მაგთი

თუ ორივე ფირმა დაიცავს შეთანხმებას, თითოეულის მოგება დარჩება $900.
თუ მაგთი დაარღვევს

შეთანხმებას და გაზრდის წარმოებას Q = 40-მდე:
საბაზრო მიწოდება = 70, P = $35
მაგთის მოგება = 40 x ($35 – 10) = $1000
ამგვარად, მაგთის მოგება გაიზრდება თუ ის შეთანხმებას დაარღვევს.
იმავე ლოგიკით, ჯეოსელიც დაარღვევს შეთანხმებას და აწარმოებს Q = 40-ს. შედეგად:
საბაზრო მიწოდება = 80, P = $30
თითოეული ფირმის მოგება = 40 x ($30 – 10) = $800

ფარული გარიგება და პირადი ინტერესები პასუხები

Слайд 10

ფარული გარიგება და პირადი ინტერესები ორივე ფირმა (მაგთი და ჯეოსელი) მიიღებდა

ფარული გარიგება და პირადი ინტერესები

ორივე ფირმა (მაგთი და ჯეოსელი) მიიღებდა მეტ

მოგებას, თუკი ისინი შეთანხმებას დაიცავდნენ.
თუმცა თითოეულ ფირმას აქვს სტიმული დაარღვიოს შეთანხმება და გაზარდოს საკუთარი მოგება (იმ პირობით, რომ მეორე ფირმა შეთანხმებას დაიცავს).
დასკვნა: ოლიგოპოლიური ფირმებისთვის რთულია კარტელის შექმნა და დადებული შეთანხმებების დაცვა.
Слайд 11

თუკი თითოეული ფირმა აწარმოებს Q = 40-ს: საბაზრო მიწოდება = 80,

თუკი თითოეული ფირმა აწარმოებს Q = 40-ს:
საბაზრო მიწოდება = 80, P

= $30
თითოეული ფირმის მოგება = $800
არის თუ არა მაგთის ინტერესში კიდევ უფრო გაზარდოს წარმოება Q = 50-მდე?
არის თუ არა ჯეოსელის ინტერესში გაზარდოს წარმოება Q = 50-მდე?

მაგალითი ოლიგოპოლიის წონასწორობა

Слайд 12

როცა თითოეული ფირმა აწარმოებს Q = 40 ერთეულს, მათი მოგებაა $800.

როცა თითოეული ფირმა აწარმოებს Q = 40 ერთეულს, მათი მოგებაა $800.


თუ მაგთი გაზრდის წარმოებას Q = 50-მდე:
საბაზრო მიწოდება = 90, P = $25
მაგთის მოგება = 50 x ($25 – 10) = $750
ამგვარად, მაგთის მოგება 40 ერთეულის წარმოებისას უფრო მაღალია, ვიდრე 50 ერთეულის დროს. ისევე როგორც ჯეოსელისთვის.
ამიტომ, მათ აღარ აქვთ წარმოების უფრო მეტად გაზრდის სტიმული და თითოეული ინარჩუნებს წარმოებას Q=40 ერთეულის დონეზე.

ოლიგოპოლიის წონასწორობა პასუხები

Слайд 13

თამაშთა თეორია თამაშთა თეორია გვეხმარება შევისწავლოთ ოლიგოპოლია და ზოგადად ისეთი სიტუაციები,

თამაშთა თეორია

თამაშთა თეორია გვეხმარება შევისწავლოთ ოლიგოპოლია და ზოგადად ისეთი სიტუაციები, როცა

„მოთამაშეები“ ურთიერთქმედებისას სტრატეგიულად იქცევიან.
დომინანტური სტრატეგია: სტრატეგია, რომელიც მოთამაშეს საუკეთესო შედეგს აძლევს სხვა მოთამაშეების სტრატეგიებისგან დამოუკიდებლად.
პატიმართა დილემა: „თამაში“ ორ პატიმარს შორის, რომელიც ნათელს ხდის თუ რატომაა თანამშრომლობა რთული, მაშინაც კი, როცა ის ორივე მხარისთვის სასარგებლოა.
Слайд 14

პატიმართა დილემის მაგალითი პოლიციამ დააკავა ბონი და კლაიდი, რომლებიც ბანკის ძარცვაში

პატიმართა დილემის მაგალითი

პოლიციამ დააკავა ბონი და კლაიდი, რომლებიც ბანკის ძარცვაში არიან

ეჭვმიტანილნი. თუმცა პოლიციას სამხილის სიმცირის გამო მათი მხოლოდ 1 წლით დაპატიმრება შეუძლია.
პოლიცია თითოეულ მათგანს ცალკე ოთახში კითხავს და შემდეგ ვარაინტებს სთავაზობს:
თუ დანაშაულს აღიარებ და შენს პარტნიორს ამხელ, გაგათავისუფლებთ.
თუ არ აღიარებ და შენი პარტნიორი გამხელს, 20 წელს მოგისჯით.
თუ ორივე აღიარებთ, თითოეული 8 წელს გაატარებთ ციხეში.
Слайд 15

პატიმართა დილემის მაგალითი აღიარება უარყოფა აღიარება უარყოფა ბონის გადაწყვეტილება კლაიდის გადაწყვეტილება

პატიმართა დილემის მაგალითი

აღიარება

უარყოფა

აღიარება

უარყოფა

ბონის გადაწყვეტილება

კლაიდის გადაწყვეტილება

ბონი: 8 წელი

კლაიდი: 8 წელი

ბონი: 20 წელი

ბონი:

1 წელი

ბონი: თავისუფალია

კლაიდი: თავისუფალია

კლაიდი: 1 წელი

კლაიდი: 20 წელი

აღიარება დომინანტური სტრატეგიაა ორივე მოთამაშისთვის

ნეშის წონასწორობა: ორივე აღიარებს

Слайд 16

პატიმართა დილემის მაგალითი შედეგი: ბონიც და კლაიდიც აღიარებს დანაშაულს და თითოეულ

პატიმართა დილემის მაგალითი

შედეგი: ბონიც და კლაიდიც აღიარებს დანაშაულს და თითოეულ მათგანს

8 წელს მიუსჯიან.
თუმცა ორივე უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, არცერთს რომ არ ეღიარებინა (მხოლოდ თითო წელი ციხეში).
მაგრამ ბონი და კლაიდი წინასწარაც რომ შეთანხმებულიყვნენ არ აღიარებაზე, პირადი ინტერესები მაინც უბიძგებდა მათ აღიარებისკენ.
თითოეულ მათგანს ექნებოდა შეთანხმების დარღვევის სტიმული უკეთესი შედეგის მიღების მიზნით (თავისუფლება ერთი წელი ციხის ნაცვლად).
Слайд 17

წონასწორობა ოლოგოპოლიურ ბაზარზე ნეშის წონასწორობა: სიტუაცია, როდესაც თითოეული ეკონომიკური აგენტი დანარჩენ

წონასწორობა ოლოგოპოლიურ ბაზარზე

ნეშის წონასწორობა: სიტუაცია, როდესაც თითოეული ეკონომიკური აგენტი დანარჩენ აგენტებთან

ურთიერთქმედებისას ირჩევს საუკეთესო სტრატეგიას, დანარჩენი აგენტების მიერ შერჩეული სტრატეგიების პირობებში.
ჩვენს დუოპოლიის მაგალითში ნეშის წონასწორობა მიიღწევა, როცა თითოეული ფირმა აწარმოებს Q = 40 ერთეულს:
იმ პირობით, რომ ჯეოსელი აწარმოებს 40-ს, მაგთის საუკეთესო სტრატეგიაა 40-ის წარმოება.
იმ პირობით, რომ მაგთი აწარმოებს 40-ს, ჯეოსელის საუკეთესო სტრატეგიაა 40-ის წარმოება.
Слайд 18

ოლიგოპოლია, როგორც პარიმართა დილემა როცა ოლიგოპოლიები ქმნიან კარტელს მონოპოლიური შეფეგის მიღწევის

ოლიგოპოლია, როგორც პარიმართა დილემა

როცა ოლიგოპოლიები ქმნიან კარტელს მონოპოლიური შეფეგის მიღწევის მიზნით

(მაქსიმალური ერთობლივი მოგება), ისინი პატიმართა დილემის მოთამაშეები ხდებიან.
ჩვენს წინა მაგალითში:
მაგთი და ჯეოსელი დუოპოლიის მონაწილეები არიან
კარტელის შედეგად მიიღება მაქსიმალური ჯამური მოგება:
თითოეული ფირმა თანხმდება აწარმოოს Q = 30 ერთეული.
განვიხილოთ ამ თამაშის შედეგების მატრიცა...
Слайд 19

მაგთის და ჯეოსელის პატიმართა დილემა Q = 30 Q = 40

მაგთის და ჯეოსელის პატიმართა დილემა

Q = 30

Q = 40

Q = 30

Q

= 40

მაგთი

ჯეოსელი

მაგთის მოგება = $900

ჯეოსელის მოგება= $900

მაგთის მოგება = $1000

მაგთის მოგება = $800

მაგთის მოგება = $750

ჯეოსელის მოგება= $750

ჯეოსელის მოგება= $800

ჯეოსელის მოგება= $1000

თითოეული ფირმის დომინანტური სტრატეგიაა შეთანხმების დარღვევა და Q = 40 ერთეულის წარმოება.

Слайд 20

პატიმართა დილემის სხვა მაგალითები სარეკლამო ომები ორი კონკურენტი ფირმიდან თითოეული ხარჯავს

პატიმართა დილემის სხვა მაგალითები

სარეკლამო ომები ორი კონკურენტი ფირმიდან თითოეული ხარჯავს მილიონებს სატელევიზიო

რეკლამებზე, რათა მოიზიდოს მეორე ფირმის მომხმარებლები. მაგრამ თითოეული ფირმის რეკლამა აბათილებს მეორე ფირმის რეკლამას, და ორივე მათგანის მოგება მცირდება რეკლამაზე გაწეული ხარჯის ოდენობით.
ბენზინის ექსპორტიორ სახელმწიფოთა ორგანიზაცია (OPEC) წევრი ქვეყნები ცდილობენ იმოქმედონ შეთანხმებულად, რათა შეზღუდონ ნავთობის ექპორტი და ამგვარად გაზარდონ ფასები და მოგება. თუცმა ეს შეთანხმებები ზოგჯერ ირღვევა ცალკეული ქვეყნების მიერ პირადი ინტერესის საფუძველზე.
Слайд 21

პატიმართა დილემა და საზოგადოების კეთილდღეობა არაკოოპერატიული (შეუთანხმებელი) ოლიგოპოლიის წონასწორობა: ცუდია ოლიგოპოლიის

პატიმართა დილემა და საზოგადოების კეთილდღეობა

არაკოოპერატიული (შეუთანხმებელი) ოლიგოპოლიის წონასწორობა:
ცუდია ოლიგოპოლიის მონაწილეებისთვის:

ისინი ვერ იღებენ მონოპოლიურ მოგებას.
თუმცა კარგია საზოგადოებისთვის:
წარმოების რაოდენობა (Q) უახლოვდება ეფექტიან (კონკურენტულ) დონეს.
ფასი (P) უახლოვდება ზღვრულ დანახარჯს (MC).
თუმცა ზოგ შემთხვევაში შეუთანხმებლობამ შეიძლება შეამციროს საზოგადოების კეთილდღეობა
მაგალითად, საერთო რესურსების მოპოვება
Слайд 22

რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ადამიანები თანამშრომლობენ? როცა თამაში მეორდება ბევრჯერ, თანამშრომლების

რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ადამიანები თანამშრომლობენ?

როცა თამაში მეორდება ბევრჯერ, თანამშრომლების

შესაძლებლობა ჩნდება, რადგან მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სარგებელი.
განმეორებად თამაშებში თანამშრომლობას ხელს უწყობს შემდეგი გაცხადებული სტრატეგიები:
თუკი მოწინააღმდეგე დაარღვევს შეთანხმებას ერთ რაუნდში, შენ უნდა დაარღვიო ყველა მომდევნო რაუნდში (“Grim trigger”)
რასაც შენი მოწინააღმდეგე გააკეთებს ერთ რაუნდში (დაიცავს ან დაარღვევს შეთანხმებას), შენ იგივეს აკეთებ მომდევნო რაუნდში. („თვალი თვალის წილ“)
Слайд 23

ბაზრის ფუნქციონირების შედეგების შედარება როცა ოლიგოპოლიური ფირმები ინდივიდუალურად ირჩევენ წარმოების მოცულობებს

ბაზრის ფუნქციონირების შედეგების შედარება

როცა ოლიგოპოლიური ფირმები ინდივიდუალურად ირჩევენ წარმოების მოცულობებს საკუთარი

მოგების მაქსიმიზაციისთვის:
ოლიგოპოლიის წარმოება (80) მეტია ვიდრე მონოპოლიის წარმოება იქნებოდა (60), თუმცა ნაკლებია ვიდრე კონკურენტული ბაზრის წარმოება (120).
ოლიგოპოლიის დროს საბაზრო ფასი (30) მეტია კონკურენტულ ფასზე (10), თუმცა ნაკლებია მონოპოლიის ფასზე (40).
Слайд 24

რაოდენობისა და ფასის ეფექტები წარმოების გაზრდას ფირმის მოგებაზე ორგვარი ეფექტი აქვს:

რაოდენობისა და ფასის ეფექტები

წარმოების გაზრდას ფირმის მოგებაზე ორგვარი ეფექტი აქვს:
რაოდენობის

ეფექტი: თუკი P > MC, მეტის გაყიდვა მოგებას ზრდის.
ფასის ეფექტი: წარმოების გაზრდა ზრდის საბაზრო მიწოდებას, რაც ამცირებს საბაზრო ფასს და ამგვარად ამცირებს მოგებას თითოეული გაყიდული ერთეულიდან.
როცა რაოდენობის ეფექტი > ფასის ეფექტზე, ფირმა ზრიდს წარმოებას.
როცა ფასის ეფექტი > რაოდენობის ეფექტზე, ფირმა ამცირებს წარმოებას.
Слайд 25

ოლიგოპოლიის ზომა როცა ბაზარზე ფირმების რაოდენობა იზრდება, ფასის ეფექტი მცირდება ოლიგოპოლია

ოლიგოპოლიის ზომა

როცა ბაზარზე ფირმების რაოდენობა იზრდება,
ფასის ეფექტი მცირდება
ოლიგოპოლია უფრო და უფრო

ემსგავსება კონკურენტულ ბაზარს.
ფასი (P) უახლოვდება ზღვრულ დანახარჯს (MC).
საბაზრო გამოშვების რაოდენობა კი უახლოვდება ეფექტიან ნიშნულს.

საერთაშორისო ვაჭრობის კიდევ ერთი სარგებელი: ვაჭრობა ზრდის კონკურენტი ფირმების რაოდენობას, იზრდება Q, ხოლო P უახლოვდება ზღვრულ დანახაჯს. საბოლოოდ, ბაზარი ხდება უფრო კონკურენტული და მაშასადამე უფრო ეფექტიანი.

Слайд 26

სახელმწიფო პოლიტიკა ოლიგოპოლიებთან მიმართებით გავოხსენოთ ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპი: მთავრობას ზოგჯერ შეუძლია

სახელმწიფო პოლიტიკა ოლიგოპოლიებთან მიმართებით

გავოხსენოთ ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპი: მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის

ფუნქციონირების შედეგების გაუმჯობესება
ოლიგოპოლიის დროს წარმოება სოციალურად ეფექტიან დონეს ჩამორჩება, ფასები კი მეტისმეტად მაღალია.
პოლიტიკის გამტარებლის როლი: ხელი შეუწყოს კონკურენციას ფირმებს შორის და ხელი შეუშალოს თანამშრომლობას, რათ მონოპოლიის შედეგი მიუახლოვდეს სოციალურას ოპტიმლურ შედეგს.
Слайд 27

შეჯამება ოლიგოპოლია საბაზრო ფუნქციონირების შედეგით შეიძლება დაუახლოვდეს მონოპლიას ან სრულყოფილ კონკურენციას.

შეჯამება

ოლიგოპოლია საბაზრო ფუნქციონირების შედეგით შეიძლება დაუახლოვდეს მონოპლიას ან სრულყოფილ კონკურენციას. მის

შედეგს განაპირობებს მონაწილე ფირმების რაოდენობა და მათი თანამშრომლობის ხარისხი.
ოლიგოპოლისტები მაქსიმალურ მოგებას იღებენ მაშინ, როცა ერთიანდებიან კარტელში და მოქმედებენ როგორც მონოპოლისტი.
თუ ოლიგოპოლისტები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ, მაშინ ბაზარზე გადის მონოპოლიასთან შედარებით უფრო დიდი რაოდენობის პროდუქცია და ნაკლებ ფასად.