შესავალი კურსი ეკონომიკის საფუძვლებში II (მაკროეკონომიკა)

Содержание

Слайд 2

ლექცია 5. უმუშევრობა სავალდებულო საკითხავი: მენქიუ (2008) თავი 28, გვ. 581-605 28-ე თავის სავარჯიშოები

ლექცია 5. უმუშევრობა

სავალდებულო საკითხავი: მენქიუ (2008)
თავი 28, გვ. 581-605
28-ე თავის სავარჯიშოები

Слайд 3

ეკონომიკური აქტივობის მიხედვით ზრდასრული მოსახლეობა შეიძლება 3 ჯგუფად დაიყოს: დასაქმებული: დაქირავებით

ეკონომიკური აქტივობის მიხედვით ზრდასრული მოსახლეობა შეიძლება 3 ჯგუფად დაიყოს:
დასაქმებული: დაქირავებით დასაქმებული,

თვითდასაქმებული ან საოჯახო ბიზნესით დაკავებული ადამიანები, რომლებიც ფულადი ან არაფულადი ფორმით იღებენ შემოსავალს საკუთარი საქმიანობიდან.
უმუშევარი: ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ, თუმცა სურთ მუშაობა და ბოლო 4 კვირის განმავლობაში ეძებდნენ სამუშაოს.
სამუშაო ძალის გარეთ მყოფი: ყველა დანარჩენი
სამუშაო ძალა წარმოადგენს დასაქმებული და უმუშევარი მოსახლეობის ჯამს.

მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით

Слайд 4

მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით

მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით

Слайд 5

უმუშევრობის დონე და ეკონომიკური აქტიურობის დონე ეკონომიკური აქტიურობის დონე: სამუშაო ძალის

უმუშევრობის დონე და ეკონომიკური აქტიურობის დონე

ეკონომიკური აქტიურობის დონე: სამუშაო ძალის ხვედრითი

წილი ზრდასრულ მოსახლეობაში (%)

უმუშევრობის დონე : უმუშევარი მოსახლეობის წილი სამუშაო ძალაში (%)

Слайд 6

მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით საქართველოში გამოვთვალოთ სამუშაო ძალა, უმუშევრობის დონე,

მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით საქართველოში

გამოვთვალოთ სამუშაო ძალა, უმუშევრობის დონე, ზრდასრული

მოსახლეობის რაოდენობა და ეკონომიკური აქტიურობის დონე 2015 წლისთვის საქართველოში
Слайд 7

მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით საქართველოში სამუშაო ძალა = დასაქმებული +

მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით საქართველოში

სამუშაო ძალა = დასაქმებული +

უმუშევარი = 1,780 + 242 = 2,022 ათასი
უმუშევრობის დონე = 100 x (უმუშევარი)/(სამუშაო ძალა) = 100 x 242/2,022 = 12%
Слайд 8

მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით საქართველოში ზრდასრული მოსახლეობა = სამუშაო ძალა

მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით საქართველოში

ზრდასრული მოსახლეობა = სამუშაო ძალა +

+ სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობა = = 2,022 + 958 = 2,980
ეკონომიკური აქტიურობის დონე = = 100 x (სამუშაო ძალა)/(ზრდასრული მოსახლეობა) = 100 x 2,022/2,980 = 67.8%
Слайд 9

უმუშევრობის დონე (%) საქართველოში ასაკობრივი ჯგუფებისა და სქესის მიხედვით (2018) როგორ

უმუშევრობის დონე (%) საქართველოში ასაკობრივი ჯგუფებისა და სქესის მიხედვით (2018)

როგორ ფიქრობთ,

რატომაა უმუშევრობა შედარებით მაღალი ახალგაზრდებში?
რატომაა უფრო მეტი უმუშევარი კაცი ვიდრე ქალი?
უმუშევრობის დონის განმარტება?
Слайд 10

უმუშევრობის დონე - მაგალითები განვიხილოთ თითოეულ მოცემულ სიტუაციაში როგორ შეიცვლება უმუშევრობის

უმუშევრობის დონე - მაგალითები

განვიხილოთ თითოეულ მოცემულ სიტუაციაში როგორ შეიცვლება უმუშევრობის დონე

და რამდენად ზუსტად ასახავს იგი შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს

A. ანამ დაკარგა სამუშაო და დაიწყო ახალი სამსახურის ძებნა.
B. ჯონი ბოლო ერთი წელი ეძებდა სამუშაოს, მაგრამ ვერ იპოვა და შეწყვიტა ძებნა.
C. სემი გაათავისუფლეს ბანკიდან, სადაც ოპერატორად მუშაობდა და თვეში 900 ლარს იღებდა. მან მაშნვე იპოვა ახალი სამსახური მაკდონალდსში, სადაც ნახევარ განაკვეთზე მუშაობს თვეში 500 ლარად.

Слайд 11

პასუხები A. ანამ დაკარგა სამუშაო და დაიწყო ახალი სამსახურის ძებნა. უმუშევრობის

პასუხები

A. ანამ დაკარგა სამუშაო და დაიწყო ახალი სამსახურის ძებნა.

უმუშევრობის დონე იზრდება, რაც

ზუსტად ასახავს რეალობას: უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა.
Слайд 12

პასუხები B. ჯონი ბოლო ერთი წელი ეძებდა სამუშაოს, მაგრამ ვერ იპოვა

პასუხები

B. ჯონი ბოლო ერთი წელი ეძებდა სამუშაოს, მაგრამ ვერ იპოვა და შეწყვიტა

ძებნა.

ჯონი იმედგაცრუებული მუშაკია
უნდა მუშაობა, თუმცა სამსახურს აღარ ეძებს.
ამიტომ იგი ითვლება „სამუშაო ძალის გარეთ მყოფად“ და არა „უმუშევრად“.
უმუშევრობის დონე მცირდება, რადგან ჯონი აღარ ითვლება უმუშევრად.
უმუშევრობის დონის შემცირება ქმნის შთაბეჭრილებას, რომ შრომის ბაზარზე პირობები უმჯობესდება, თუმცა ეს ასე არაა.

Слайд 13

პასუხები C. სემი გაათავისუფლეს ბანკიდან, სადაც ოპერატორად მუშაობდა და თვეში 900

პასუხები

C. სემი გაათავისუფლეს ბანკიდან, სადაც ოპერატორად მუშაობდა და თვეში 900 ლარს იღებდა.

მან მაშნვე იპოვა ახალი სამსახური მაკდონალდსში, სადაც ნახევარ განაკვეთზე მუშაობს თვეში 500 ლარად.

უმუშევრობის დონე არ შეცვლილა, რადგან ადამიანი ითვლება „დასაქმებულად“ იმის მიუხედავად, თუ რამდენ საათს მუშაობს და რა ანაზღაურებას იღებს.
ცხადია, შრომის ბაზარზე პირობები გაუარესდა, თუმცა უმუშევრობის დონე ამ გაუარესებას ვერ აჩვენებს.

Слайд 14

რას ზომავს უმუშევრობის დონე? როგორც ვნახეთ, უმუშევრობის დონე არაა შრომის ბაზარზე

რას ზომავს უმუშევრობის დონე?

როგორც ვნახეთ, უმუშევრობის დონე არაა შრომის ბაზარზე არსებული

მდგომარეობის სრულყოფილი საზომი:
ის გამორიცხავს იმედგაცრუებულ მუშაკებს
ის ვერ განასხვავებს ნახევარი და სრული განაკვეთით დასაქმებულებს.
აგრეთვე, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს სტატისტიკის სამსახურს საკუთარი დასაქმების სტატუსის შესახებ.
მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა, უმუშევრობის დონე შრომის ბაზრისა და ზოგადად ეკონომიკის მდგომარეობის კარგი ინდიკატორია.
Слайд 15

უმუშევრობის ხანგრძლივობა უმეტეს შემთხვევაში უმუშევრობა მოკლევადაინია. მაგალითად, აშშ-ში: უმუშევართა 80% ექვს

უმუშევრობის ხანგრძლივობა

უმეტეს შემთხვევაში უმუშევრობა მოკლევადაინია. მაგალითად, აშშ-ში:
უმუშევართა 80% ექვს თვეზე ნაკლები

პერიოდი იმყოფება სამსახურის გარეშე.
თუმცა დროის ყოველ მოცემულ მომენტში უმუშევართა შორის უმეტესობა გრძელვადიანი უმუშევარია. მიზეზი მარტივია:
მოკლევადაინი უმუშევრები სწრაფად პოულობენ ახალ სამსახურს და ტოვებენ უმუშევართა რიგებს, გრძელვადიან უმუშევრებს კი დაბალი დენადობა აქვთ და სწორედ ისინი წარმოადგენენ უმუშევართა უმეტესობას დროის ყოველ მომენტში.
Слайд 16

ციკლური უმუშევრობა და უმუშევრობის ბუნებრივი დონე ეკონომიკაში ყოველთვის არიან უმუშევრები, თუმცა

ციკლური უმუშევრობა და უმუშევრობის ბუნებრივი დონე

ეკონომიკაში ყოველთვის არიან უმუშევრები, თუმცა უმუშევრობის

დონე მერყეობს წლიდან წლამდე.
უმუშევრობის ბუნებრივი დონე
წარმოადგენს უმუშევრობის ნორმალურ დონეს, რომლის გარშემოც ფაქტობრივი უმუშევრობის დონე მერყეობს.
ციკლური უმუშევრობა
წარმოადგენს უმუშევრობის გადახრას საკუთარი ბუნებრივი დონიდან
იგი დაკავშირებულია ბიზნეს ციკლებთან, რასაც მოგვიანებით განვიხილავთ.
Слайд 17

უმუშევრობის დონე აშშ-ში (1960-2005) უმუშევრობის ფაქტობრივი დონე უმუშევრობის ბუნებრივი დონე

უმუშევრობის დონე აშშ-ში (1960-2005)

უმუშევრობის ფაქტობრივი დონე

უმუშევრობის ბუნებრივი დონე

Слайд 18

უმუშევრობის ბუნებრივი დონე მაშინაც კი, როცა ეკონომიკა გამართულად მუშაობს, უმუშევრობა მაინც

უმუშევრობის ბუნებრივი დონე

მაშინაც კი, როცა ეკონომიკა გამართულად მუშაობს, უმუშევრობა მაინც არსებობს.

კერძოდ:
ფრიქციული უმუშევრობა
გამოწვეულია იმის გამო, რომ ადამიანები გარკვეულ დროს უთმობენ მათთვის შესაფერისი სამუშაოს ძებნას (ამ დროის განმავლობაში უმუშევრები არიან)
როგორც წესი მოკლევადაინია
სტრუქტურული უმუშევრობა
გამოწვეულია იმის გამო, რომ ეკონომიკის ზოგიერთ სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ნაკლებია მუშაობის მსურველთა რაოდენობაზე.
როგორც წესი გრძელვადაინია.
Слайд 19

სამუშაოს ძებნა ცხადია, მშრომელებს განსხვავებული გემოვნება და უნარები გააჩნიათ, სამუშაოებს კი

სამუშაოს ძებნა

ცხადია, მშრომელებს განსხვავებული გემოვნება და უნარები გააჩნიათ, სამუშაოებს კი განსხვავებული

მოთხოვნები აქვს.
სამუშაოს ძებნა არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც მშრომელები თავიანთი გემოვნებისა და უნარების შესაბამის სამუშაოს პოულობენ.
სექტორული გადანაცვლებები წარმოადგენს სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ცვლილებებს ეკონომიკის სექტორებს ან რეგიონებს შორის.
ასეთი გადანაცვლებების შედეგად ზოგიერთი მშრომელი სამუშაოს გარეშე რჩება და უწევს ეძებოს ახალი, მისი უნარებისა და გემოვნების შესაფერისი სამსახური.
ეკონომიკა მუდმივად განიცდის ცვლილებებს, ამიტომ ფრიქციული უმუშევრობა ყოველთვის არსებობს.
Слайд 20

სამუშაოს ძებნა და სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო დასაქმების სააგენტოები: მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას

სამუშაოს ძებნა და სახელმწიფო პოლიტიკა

სახელმწიფო დასაქმების სააგენტოები: მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას არსებული

ვაკანსიების შესახებ, რათა დააჩქაროს სამუშაოს პოვნის პროცესი.
სახელმწიფო გადამზადების პროგრამები: მიზნად ისახავს გადაამზადოს შემცირებადი ინდუსტრიებიდან გამოთავისუფლებული მუშაკები, რათა მათ შეიძინონ მზარდ ინდუსტრიებში დასაქმებისთვის საჭირო უნარები.
Слайд 21

უმუშევრობის დაზღვევა უმუშევრობის დაზღვევა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ადამიანებს უზრუნველყოფს გარკვეული

უმუშევრობის დაზღვევა

უმუშევრობის დაზღვევა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ადამიანებს უზრუნველყოფს გარკვეული შემოსავლით

უმუშევრობის პერიოდში.
იგი იცავს უმუშევრებს სიღარიბისგან და აძლევს მათ დროს, რათა იპოვონ ყველაზე უფრო მისაღები სამუშაო.
ამავდროულად, უმუშევრობის დაზღვევა ზრდის ფრიქციულ უმუშევრობას.
რატომ?

სამსახურის პოვნის შემთხვევაში მთავრობა აღარ დაეხმარება მშრომელებს, ამიტომ მათ ნაკლები სტიმული აქვთ აქტიურად ეძებონ სამუშაო ან დათანხმდნენ შემოთავაზებულ ვარიანტებს.

Слайд 22

სტრუქტურული უმუშევრობის მიზეზები სტრუქტურული უმუშევრობა ჩნდება, როცა სამუშაო ადგილების დეფიციტია. რაც

სტრუქტურული უმუშევრობის მიზეზები

სტრუქტურული უმუშევრობა ჩნდება, როცა სამუშაო ადგილების დეფიციტია.

რაც წონასწორულზე მაღალი

ხელფასის დაწესებითაა განპირობებული
არსებობს ამის სამი მიზეზი...
Слайд 23

1. მინიმალური ხელფასის კანონი როცა კანონით მოთხოვნილი მინიმალური ხელფასი აღემატება წონასწორულ

1. მინიმალური ხელფასის კანონი

როცა კანონით მოთხოვნილი მინიმალური ხელფასი აღემატება წონასწორულ ხელფასს,

ჩნდება სტრუქტურული უმუშევრობა
ეს შეიძლება მოხდეს ყველაზე ნაკლებად გამოცდილი და სუსტუნარიანი მშრომელების შემთხვევაში (ვინც ყველაზე დაბალ ხელფასს იღებენ).
მაგრამ ისინი სამუშაო ძალის მხოლოდ მცირე ნაწილია, ამიტომ მინიმალური ხელფასი სრულად ვერ ახსნის სტრუქტურულ უმუშევრობას.
Слайд 24

2. პროფკავშირები პროფკავშირი მუშათა გაერთიანებაა, რომელიც დამსაქმებელთან მართავს მოლაპარაკებებს ხელფასებსა და

2. პროფკავშირები

პროფკავშირი მუშათა გაერთიანებაა, რომელიც დამსაქმებელთან მართავს მოლაპარაკებებს ხელფასებსა და სხვა

სამუშაო პირობებზე.
როცა პროფკავშირი ფირმას აიძულებს გაზარდოს ხელფასი წონასწორულზე მეტად, პროფკავშირის გარეთ მყოფი მუშაკები კარგავენ სამსახურს ან გადადიან ისეთ სექტორში სადაც პროფკავშირი არაა და იღებენ დაბალ ხელფასს.
ამრიგად, პროფკავშირებს შეუძლია სტრუქტურული უმუშევრობის გამოწვევა. თუმცა მათ ასევე შეუძლია წვლილი შეიტანონ დასაქმებულთა პირობებისა და შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.
Слайд 25

ეფექტიანი ხელფასი ეფექტიანი ხელფასის თეორიის მიხედვით: ფირმები დასაქმებულებს ნებაყოფლობით უხდიან წონასწორულზე

ეფექტიანი ხელფასი

ეფექტიანი ხელფასის თეორიის მიხედვით: ფირმები დასაქმებულებს ნებაყოფლობით უხდიან წონასწორულზე მაღალ

ხელფასს, რათა გაზარდონ მათი პროდუქტიულობა.
არსებობს სხვადასხვა მიზეზები თუ რატომ შეიძლება გაზარდოს მშრომელის პროდუქტიულობა მაღალმა ხელფასმა
ჩვენ განვიხილავთ 4 ასეთ მიზეზს...
Слайд 26

3. ეფექტიანი ხელფასი 1. მშრომელთა ჯანმრთელობა განვითარებად ქვეყნებში არასაკმარისი კვება გავრცელებული

3. ეფექტიანი ხელფასი

1. მშრომელთა ჯანმრთელობა განვითარებად ქვეყნებში არასაკმარისი კვება გავრცელებული პრობლემაა. მაღალი ხელფასი

საშუალებას აძლევს დასაქმებულებს ჯეროვნად იკვებონ, რაც მათ უფრო ჯანმრთელს და პროდუქტიულს ხდის.
2. მშრომელთა დენადობა ახალი თანამშრომლების აყვანა და გადამზადება ფირმისთვის ხარჯიანია. მაღალი ხელფასი დასაქმებულებს მეტ სტიმულს აძლევს დარჩნენ ფირმაში და კადრების გადინებაც მცირდება.

ეფექტიანი ხელფასის 4 მიზეზი:

Слайд 27

3. ეფექტიანი ხელფასი 3. მშრომელთა კვალიფიკაცია მაღალი ხელფასის შეთავაზება იზიდავს უფრო

3. ეფექტიანი ხელფასი

3. მშრომელთა კვალიფიკაცია მაღალი ხელფასის შეთავაზება იზიდავს უფრო კვალიფიციურ კადრებს და

ზრდის ფირმაში მომუშავეთა ხარისხს.
4. მშრომელთა ძალისხმავა მაღალი ხელფასის შემთხვევაში დასაქმებულებს მეტი სტიმული აქვთ მონდომებით და ხარისხიანად იმუშაონ, რადგან სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში მათ გაუჭირდებათ იგივე ანაზღაურების სამუშაოს პოვნა.
სხვა სიტყვებით, ამ დროს სამუშაოს უხარისხოდ შესრულებას მაღალი ალტერნატიული დანახარჯი აქვს.

ეფექტიანი ხელფასის 4 მიზეზი:

Слайд 28

სავარჯიშო რომელი შეამცირებს ფრიქციულ უმუშევრობას ყველაზე მეტად? A. მთავრობის მიერ მინიმალური

სავარჯიშო

რომელი შეამცირებს ფრიქციულ უმუშევრობას ყველაზე მეტად?

A. მთავრობის მიერ მინიმალური ხელფასის კანონის გაუქმება
B. მთავრობის

მიერ უმუშევრობის დაზღვევისას გადახდილი სარგებილის გაზრდა
C. პროფკავშირების აკრძალვა
D. მუშაკებისა და დამსაქმებლების მიერ ერთი ვებ-გვერდის გამოყენება რეზიუმეების განსათავსებლად და კადრების შესარჩევად.
E. სექტორული გადანაცვლებების გახშირება.
Слайд 29

სავარჯიშო რომელი შეამცირებს ფრიქციულ უმუშევრობას ყველაზე მეტად? A. მთავრობის მიერ მინიმალური

სავარჯიშო

რომელი შეამცირებს ფრიქციულ უმუშევრობას ყველაზე მეტად?

A. მთავრობის მიერ მინიმალური ხელფასის კანონის გაუქმება
C. პროფკავშირების

აკრძალვა
ეს ვარიანტები შეამცირებს სტრუქტურულ უმუშევრობას და არა ფრიქციულ უმუშევრობას
Слайд 30

სავარჯიშო რომელი შეამცირებს ფრიქციულ უმუშევრობას ყველაზე მეტად? B. მთავრობის მიერ უმუშევრობის

სავარჯიშო

რომელი შეამცირებს ფრიქციულ უმუშევრობას ყველაზე მეტად?

B. მთავრობის მიერ უმუშევრობის დაზღვევისას გადახდილი სარგებილის

გაზრდა
E. სექტორული გადანაცვლებების გახშირება.
ეს ვარიანტები გაზრდის ფრიქციულ უმუშევრობას.
Слайд 31

სავარჯიშო რომელი შეამცირებს ფრიქციულ უმუშევრობას ყველაზე მეტად? D. მუშაკებისა და დამსაქმებლების

სავარჯიშო

რომელი შეამცირებს ფრიქციულ უმუშევრობას ყველაზე მეტად?

D. მუშაკებისა და დამსაქმებლების მიერ ერთი ვებ-გვერდის

გამოყენება რეზიუმეების განსათავსებლად და კადრების შესარჩევად.
ეს ვარიანტი დააჩქარებს სამუშაოს პოვნის პროცესს და ამიტომ სწორედ ეს შეამცირებს ფრიქციულ უმუშევრობს