ელექტრონული ურთიერთობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

Содержание

Слайд 2

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს იკვებს ინყერნეტ–ურთიერთობა ადამიანთა

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს იკვებს ინყერნეტ–ურთიერთობა ადამიანთა

შორის, ცხოვრების 21–ე საუკუნისეული გიჟური რიტმი, დროის მუდმივი დეფიციტი, გვაიძულებს ვეძებით ურთიერთობატა ალტერნეტიული საშუალებები და აქ ინტერნეტი საუკეთესო დამხმარეა.
რაკი არსებობს ინტერნეტ–ურთიერთობები, აუცილებლად არსებობენ მეცნიერები, რომლებიც ამ ურთიერთობებს იკვლევენ. აი სულ ახლახანს ავსტრიელ და შვეიცარიელ მეცნიერთა ჯგუფებმა გამოაქვეყნეს კვლევების შედეგები‚ რომლებიც აჩვენებენ‚ რომ ურთიერთობა ინტერნეტში ძირითადად არ განსხვავდება ურთიერთობისგან რეალურ ცხოვრებაში.
Слайд 3

კვლევების დროს ისინი 42 დღის განმავლობაში აანალიზებდნენ „კლასიკური“ ინტერნეტ–­ჩატ IRC–­ის 20

კვლევების დროს ისინი 42 დღის განმავლობაში აანალიზებდნენ „კლასიკური“ ინტერნეტ–­ჩატ IRC–­ის 20

არხზე მომხმარებელთა ურთიერთობას. გამოირკვა‚ რომ რეალურ სამყაროში ურთიერთობების უმრავლესი კანონზომიერებების კვალი ჩანს ინტერნეტშიც.
ასე მაგალითად‚ მიუხედავად შეტყობინებების უმრავლესი ნაწილის ანონიმურობისა‚ მომხმარებელთა თითქმის 85% იცავს ზრდილობის წესებს. ჯგუფში‚ რომელიც ერთ თემას განიხილავს‚ ინარჩუნებენ დადებით ანდა ნეიტრალურ განწყობილებას.
Слайд 4

მთლიანობაში კვლევების განმავლობაში გაანალიზებული იქნა 2‚5 მილიონი შეტყობინება სხვადასხვა თემაზე‚ რომლებიც

მთლიანობაში კვლევების განმავლობაში გაანალიზებული იქნა 2‚5 მილიონი შეტყობინება სხვადასხვა თემაზე‚ რომლებიც

დატოვა 20 ათასზე მეტმა მომხმარებელმა.
გავიხსენოთ‚ რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინათ კვლევებმა‚ რომლებიც ჩაატარა დასავლეთ ილიონისის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორმა კრისტოფერ კარპენტერმა. საშუალება მისცეს მას მისულიყო იმ დასკვნამდე‚ რომ ინტერნეტ­ურთიერთობა ახდენს ანტისაზოგადოებრივი ქმედებების პროვოცირებას და აღრმავებს მიდრეკილებას ნარცისიზმისკენ. პროფესორმა შესწავლისთვის გამოიყენა Facebook.
Слайд 5

კარპენტერმა და მისმა დამხმარე­სტუდენტებმა გამოიკვლიეს ადამიანთა ჯგუფი‚ რომელთა უმრავლესობა იმავე უნივერსიტეტში

კარპენტერმა და მისმა დამხმარე­სტუდენტებმა  გამოიკვლიეს ადამიანთა ჯგუფი‚ რომელთა უმრავლესობა იმავე უნივერსიტეტში

სწავლობს. ისინი „თვითრეკლამას“ სოციალური ქსელის ჩარჩოებში ეწევიან და ახასიათებთ ანტისოციალური ქმედებები‚ რომლებიც იმაში გამოიხატება‚ რომ მომხმარებლები ცდილობენ მეტი ყურადღება მიიპყრონ‚ ვიდრე თვითონ გასცემენ და ჯავრობენ იმ შემთხვევაშიროდესაც თვაის „პოსტებზე“ არასაკმარის პასუხებს იღებენ.
დასკვნა ასეთია: ინტერნეტ–ურთიერთობები ნელ–ნელა წარმმატებით ანაცვლებს რეალურ ურთიერთობებს, როგორც პირად ასევე ბიზნესის სფეროში.
Слайд 6

სოციალურმა ქსელებმა რადიკალურად შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ

სოციალურმა ქსელებმა რადიკალურად შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ

თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში და ბევრი ძალიან მიეჯაჭვა მათ. იმ სარგებლის პარალელურად, რომელსაც სოციალური ქსელები ქმნიან, მათ ბევრი უარყოფითი მხარეც აქვთ. სწორედ ამ ნაკლოვანებებზე,
Слайд 7

რა თქმა უნდა, თვალი არ უნდა დავხუჭოთ სოციალური ქსელების დადებით მხარეებზე:

რა თქმა უნდა, თვალი არ უნდა დავხუჭოთ სოციალური ქსელების დადებით მხარეებზე: მათი საშუალებით სულ უფრო მარტივი გახდა ნაცნობებთან, მეგობრებთან კონტაქტი, სურათებისა თუ ახალი ამბების გაზიარება. ბევრმა ძველი მეგობრები დაიბრუნა, ზოგმაც ახალი მეგობრები შეიძინა. ინფორმაციის მიღებაც გაცილებით სწრაფი და მოქნილი გახდა. მუდმივად მიმდინარე საქმეების კურსში ხარ, ადევნებ თვალს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. ადამიანებიც უფრო თამამად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს, თავისუფალ სიტყვებს, უფრო მეტს მსჯელობენ, განიხილავენ.

Слайд 8

სოციალურ ქსელებს ბევრი კომპანიისთვისაც მოაქვს დადებითი შედეგები, თუნდაც რეკლამირება, უკუკავშირის მიღების

სოციალურ ქსელებს ბევრი კომპანიისთვისაც მოაქვს დადებითი შედეგები, თუნდაც რეკლამირება, უკუკავშირის მიღების საშუალება, სხვადასხვა ინფორმაციის მიღება თუ გამოკითხვის ჩატარება.
სამწუხაროდ, ამ დადებითების გვერდით სოციალურ ქსელებს ახასიათებთ საკმაოდ ბევრი უარყოფითი მხარე, რომლებიც ყველასთვის აშკარა და შესამჩნევია, თუმცა, საკმაოდ ცოტა თუ ცდილობს მათთან გამკლავებას.

Слайд 9

ყველაზე აქტუალური და მტკივნეული პრობლემა, რომელსაც ყველა ერთხმად აღიარებს _ ეს

ყველაზე აქტუალური და მტკივნეული პრობლემა, რომელსაც ყველა ერთხმად აღიარებს _ ეს არის დროის უსარგებლოდ ხარჯვა! ადამიანები საათობით ათვალიერებენ მეგობრების გვერდებს, თამაშობენ სრულიად უაზრო თამაშებს, ათენებენ ღამეებს, წყდებიან სამუშაოს, სწავლას და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს. მეორე დღეს იღვიძებენ სრულიად დაღლილები, არ ყოფნით ძილი, რაც უარყოფითად აისახება გუნებაზე და შესაძლოა, ცუდი განწყობა და დაქანცულობის შეგრძნება მთელი დღის მანძილზე გაჰყვეთ. არადა, რამდენი საინტერესო, სასიამოვნო და ღირებული საქმის გაკეთება შეიძლებოდა მთელი ამ დროის მანძილზე.

Слайд 10

მეორე პრობლემა _ ეს არის რეალურ ცხოვრებას მოწყვეტა. ადამიანები ცოცხლობენ სოციალურ

მეორე პრობლემა _ ეს არის რეალურ ცხოვრებას მოწყვეტა. ადამიანები ცოცხლობენ სოციალურ ქსელებში, ურთიერთობენ, აცნობენ ყოველ სიახლეს, იღებენ ინფორმაციას. ამის ხარჯზე სულ უფრო კლებულობს ცოცხალი და ჯანსაღი ურთიერთობები, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. იმის ნაცვლად, რომ სახლში მისვლისას 1 საათი დავუთმოთ ახლობელ ადამიანებს, მოვუყვეთ იმ დღეს მომხდარი საინტერესო ამბები თუ თავგადასავლები, გავუზიაროთ ერთმანეთს განცდები, სიხარული თუ ტკივილი, ეგრევე ვუსხდებით კომპიუტერებს, შევდივართ სოციალურ ქსელში და ყველა უცნობსა თუ ნაცნობს ვატყობინებთ საკუთარ ამბებს. თანაგრძნობა, მხარში ამოდგომა, გამხნევება თუ სიხარულის გაზიარებაც კი ვირტუალური გახდა, გამოხატული კომენტარებითა და სმაილებით.

Слайд 11

მესამე უარყოფითი მხარე ძალიან ცოტას აქვს გააზრებული და ეს არის პირადი

მესამე უარყოფითი მხარე ძალიან ცოტას აქვს გააზრებული და ეს არის პირადი ცხოვრებისა თუ ინფორმაციის სრული აფიშირება. რეალურად ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდები, ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება მთლიანი შენი ცხოვრების გაგება – ვისთან მეგობრობ, ნებისმიერ დროს რას აკეთებ, სად დადიხარ, როგორ ერთობი, რას საქმიანობ, რა გიყვარს ან არ გიყვარს. რაც არ უნდა დახურული გქონდეს პროფილი, პატარა აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია მთელი ამ ინფორმაციის მიღება. არავინ იცის, რა ელის სამომავლოდ, მარტივი შესაძლებელია, ოდესმე, ვინმემ ეს ყველაფერი შენს წინააღმდეგ გამოიყენოს.

Слайд 12

სოციალურ ქსელებზე ზედმეტ მიჯაჭვულობას გრძელვადიანი, საკმაოდ ცუდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მუდმივად

სოციალურ ქსელებზე ზედმეტ მიჯაჭვულობას გრძელვადიანი, საკმაოდ ცუდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მუდმივად გამოუძინებლობამ, გადაღლილობამ შესაძლოა განავითაროს ნერვული აშლილობა, სტრესი, მუდმივად ცუდ ხასიათზე ყოფნა. ეს ყველაფერი გარშემომყოფებზეც უარყოფითად აისახება. ნაკლები დროის დათმობა ხდება საქმეებსა და სწავლაზე, შესაბამისად სულ უფრო ნაკლებია წინსვლა, წარამტებები და განვითარება. ეს უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზეც.

Слайд 13

გარდა ამისა, რაც მეტი დრო გადის, ხდება სრული გაუცხოება ოჯახის წევრებთან,

გარდა ამისა, რაც მეტი დრო გადის, ხდება სრული გაუცხოება ოჯახის წევრებთან, სულ უფრო ნაკლები კონტაქტი მათთან, უფრო მეტია დაძაბულობა, გიჭირთ ერთმანეთის გაგება. მთლიანად ეშვები ვირტუალურ ცხოვრებაში და შორდები საყვარელ და ახლობელ ადამიანებს, წყდები რეალურ ცხოვრებას. თითქოს უფრო მეტი ნაცნობი და მეგობარი გყავს, მაგრამ უფრო მეტად მარტოსული და ჩაკეტილი ხდები, რადგან იკარგება ცოცხალი ურთიერთობები, ურთიერთგაგება, გულახდილი საუბრები.

Слайд 14

როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ სენს? რა თქმა უნდა, ეს არც ისე

როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ სენს? რა თქმა უნდა, ეს არც ისე მარტივი იქნება, მთავარია სურვილი, მონდომება და ძალისხმევა. ჩვენ ვეცდებით, მცირე რჩევა მოგცეთ ამასთან დაკავშირებით, იმედია გამოგადგებათ. უფრო გაგიმარტივდებათ თავის გართმევა, თუ რამდენიმე მეგობარი ერთად შეთანხმდებით და დაიცავთ ამ წესებს.
პირველ რიგში, აუცილებელია, ზუსტად განსაზღვრო, რა როლს უნდა ასრულებდნენ სოციალური ქსელები შენს ცხოვრებაში, რა სარგებელს ან ღირებულებას უნდა იღებდე მათგან (მაგალითად, სიახლეების გაგება, მეგობრების მოკითხვა).

Слайд 15

შემდგომ გამოყო გარკვეული დროის მონაკვეთი, რომელსაც დაუთმობ ამ სარგებლის მიღებას და

შემდგომ გამოყო გარკვეული დროის მონაკვეთი, რომელსაც დაუთმობ ამ სარგებლის მიღებას და მკაცრად აკონტროლო საკუთარი თავი, არ გადააცილო არაფრით დათქმულ დროს (მაგალითად, შუადღით და საღამოთი ნახევარი საათი მხოლოდ). თუ მეგობრებთან ერთად მოქმედებთ, შეგიძლიათ დროის გადაცილების შემთხვევაში ერთმანეთს სახალისო სასჯელიც მოუფიქროთ.
საიტზე ყოფნისას მაქსიმალურად შეიკავეთ თავი არაფრისმომცემი კომენტარების, პოსტების დაწერისაგან და დისკუსიებში ჩართვისაგან. ეცადეთ, მხოლოდ საინტერესო და ღირებული პოსტები წაიკითხოთ ან განათავსოთ.

Слайд 16

როგორ გამოვიყენოთ თავისუფალი დრო, რომ ისევ სოციალურმა ქსელმა არ ჩაგვითრიოს? ამისათვის

როგორ გამოვიყენოთ თავისუფალი დრო, რომ ისევ სოციალურმა ქსელმა არ ჩაგვითრიოს? ამისათვის ჩამოწერეთ ყველაზე საინტერესო და სახალისო აქტივობები, რომლებიც სიამოვნებას მოგანიჭებდათ. ასეთი კი უამრავი არსებობს: კითხვა, კინოსა და თეატრში წასვლა, ქარგვა–ქსოვა, ცეკვის ან რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა, რომეილმე უცხო ენის შესწავლა, ექსკურსიაზე წასვლა, გასეირნება, სპორტით დაკავება და სხვა მრავალი.